მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'მეცხრე არხმა' მერაბიშვილისა და კახა დამენიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა

'მეცხრე არხმა' ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და სააუდიტო კომპანია 'გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის' დამფუძნებელის კახა დამენიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომელსაც Prime Time News უცვლელად გთავაზობთ.

- კახა დამენია - არა, ჩემს სეიფში იყო ის თანხა, ის 400 კი არა, მილიონ ას რაღაცაა.

- ვანო მერაბიშვილი - მერე წაიღე ისიც?

- კახა დამენია - ის ხო, ის რაც იყო კომპანიის ვარიანტში.

- ვანო მერაბიშვილი - ხოდა, კომპანიისთვის თუ წაიღეს, არ უნდა დააბრუნონ ეგა?

- კახა დამენია - ეგ ხო როგორც თქვეს, გამოძიების ბოლომდე არ დავაბრუნებთო.

- ვანო მერაბიშვილი - იყოს რა, რაც უფრო გვიან დააბრუნებენ, უფრო კარგი არ არის? ხომ იცი, ტკბილად შეგვრჩება.

- კახა დამენია - იქიდან დასაბრუნებელია თელასზე.

- ვანო მერაბიშვილი - დასაბრუნებელია?

- კახა დამენია - ხო თელასზე დასაბრუნებელია.

- ვანო მერაბიშვილი - რაო, რა საქმე ხომ გავუკეთეთ თელასს, რა პრობლემაა.

- კახა დამენია - არა, ეგ ხომ 4 კომპანიის კონტრაქტი იყო. თელასი იყო, ხრამები და მტკვარი. კაკ რაზ თელასში ხო სექტემბერში საგადასახადო შევიდა და მაგიტომ შეჩერდა მაგის ისა და ნუ ისედაც დასაბრუნებელია, ასედაც პრინციპში.

- ვანო მერაბიშვილი - აა.....თელასს რათ უნდა ფული, იმდენი ფული აქვს კაცო.

- კახა დამენია - ნუ არა, თუ დაგვიტოვებს, დაგვიტოვოს, მაგრამ არა მგონია.

- ვანო მერაბიშვილი - სხვა როგორ ხარ?

- კახა დამენია - რავი კარგად, კარგად, შენ რას შვრები?

- ვანო მერაბიშვილი - მე კარგად ვარ რა, ტელევიზიაში მოვედი ეხლა. სანამ დამიჭერენ, ვივლი ტელევიზიებში.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები