მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მთავრობა აჭარაში ‘ფინანსური’ ზონის შექმნას გეგმავს

საქართველო ლიბერალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფისთვის კანონის მიღებას გეგმავს, რათა თურქეთის საზღვრის მახლობად, შავის ზღვის სანაპიროზე სპეციალური ფინანსური ზონა ჩამოაყალიბოს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მაისს.

„გონიოს უკანა ნაწილი იქნება დიდი ფინანსური ზონა, სადაც იქნება სხვა იურიდიული კანონები, იქნება სრული თავისუფლება ფინანსური ტრანსაქციების', - განაცხადა მან.

„ეს იქნება ძალიან დიდი ინდუსტრია ბათუმისთვის, აჭარისთვის და ასევე დანარჩენი საქართველოსთვის. ეს იქნება ახალი ბათუმი, იქ იქნება 40, 50, 60 სართულიანი კორპუსები; ჩვენ ახლა ვიღებთ კანონს და წლის ბოლოს დავიწყებთ ამოქმედებას და მე ვფიქრობ, კიდევ 10 წელი დასჭირდება, რომ მთლიანად ეს ზონა ამუშავდეს; ძალიან ჩქარა, სოკოებივით გამრავლდება კორპუსები, შენობები', - განაცხადა სააკაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე „ფინანსური ცენტრის' შექმნა საქართველოს იმ მთავრობის გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობდა. იმ დროს,მთავრობის 2008-2012 წლების ხუთწლიანი პროგრამა შეიცავდა დებულებას, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბება თავისი ლიბერალური ფინანსური სისტემით; მაშინ მთავრობა ელოდა, რომ ამგვარი ცენტრი 12 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავდა და 10 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა. პარლამენტმა 2008 წლის მარტში შესაბამისი კანონმდებლობაც დაამტკიცა 'საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის' სახელწოდებით, თუმცა ეს კანონი ამჟამად ძალადაკარგულია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ფინანსური ზონის' ჩამოყალიბების გეგმა 4 მაისს ბათუმში ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააჟღერა. მისი 45-წუთიანი გამოსვლა ძირითადად, როგორც მან განაცხადა, „აჭარაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის' მე-8 წლისთავს მიეძღვნა. 2004 წლის 6 მაისს აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო ქუჩის საპროტესტო აქციების და თბილისის ზეწოლის შედეგად.

„ეს იყო ერთადერთი შემთვევა, როცა პუტინს და რუსეთს ვიღაცამ ხელიდან გამოგლიჯა ტერიტორია', - განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ არა გვაქვს დაკარგული ტერიტორიები; დაკარგული არის ვიღაცის ტვინში; საქართველოს აქვს ტერიტორიები, რომელიც იურიდიულად და ისტორიულად მისია, უბრალოდ კონოტრლს ვერ ვახორციელებთ იმიტომ, რომ იქ დგას საოკუპაციო ჯარი', - განაცხადა მან.  

 სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები