მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მით რომნიმ ბარაქ ობამას გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტობის 'რესპუბლიკელმა' კანდიდატმა, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მით რომნიმ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ბარაქ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 'მე უკვე დავურეკე ბარაქ ობამას, რათა მისთვის არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა', - განაცხადა რომნიმ საკუთარ შტაბ-ბინაში მომხრეებთან შეხვედრისას.

ობამას გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მან ოჰაიოს შტატში გაიმარჯვა, სადაც კანდიდატებს შორის ყველაზე მწვავე ბრძოლა მიმდინრეობდა. 

არჩევნების საბოლოო შედეგები ბიულეტენების საბოლოო დათვლის შემდეგ, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გამოცხადდება. 

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 6 ნოემბერს გაიმართა.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები