მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მინაშვილი: ბაღათურია ცდილობს, ყველა იმ რელსზე დაჯდეს, რომელიც ივანიშვილმა ააგო

მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი აკაკი მინაშვილი ეჭვობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება.

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მინაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ბაღათურიამ, პავლე კუბლაშვილს ურჩია, 'კარიკატურული სახე' არ გახდეს.

მინაშვილის შეფასებით, ბაღათურია ცდილობს, ყველა იმ რელსზე დაჯდეს, რომელიც ივანიშვილმა ააგო.

მისი თქმით, ივანიშვილი „სხვადასხვა ტიპის ადამიანების' კოლექციას აგროვებს.

„ბაღათურიას მიზანია - ფული, ფული და ფული. მას რეფორმებისა და პროგრამების განხორციელების კუთხით, მუშაობის არანაირი სურვილი არ აქვს. ვეჭვობ, რომ ის მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება', - დასძინა მან.

მინაშვილისგან განსხვავებით, ბაღათურიასთან პოლემიკაში შესვლა - პავლე კუბლაშვილმა არ ისურვა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები