მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მისეილ სააკაშვილმა იტალიის ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი ღირდების ორდენით დააჯილდოვა . მიხეილ სააკაშვილმა იტალიის ელჩს ჯილდო საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის გადასცა.
პრეზიდენტის თქმით, ვიტორიო სანდალს საქართველოში მოღვაწეობა ძალიან რთულ პერიოდში მოუწია, თუმცა, სააკაშვილის განცხადებით, შეზღუდული ადამიანური და ეკონომიკური რესურსის მიუხედავად, მან მოახერხა საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
'ვიტორიო სანდალი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება დააგროვა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ საქართველოში მოღვაწე ელჩებს შორის ვიტორიო სანდალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საუკეთესოა', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იტალიის ელჩის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეწვევა. აპრილის შუა რიცხვებში კი, იტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი, სადაც იგი იტალიელ ინვესტორებს შეხვდება. 
'იტალიელი ინვესტორების მხრივ მოლოდინი და ინტერესია, გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს', _ განაცხადა ვიტორიო სანდალიმ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები