მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიტ რომნი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ცნობის გამო ობამას აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, მიტ რომნი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდაჭერის გამო ბარაქ ობამას აკრიტიკებს .
როგორც უცხოური მედია წერს, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ 4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა.
'ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ იმ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელიც ხმის მიცემის პროცესის დროს დაფიქსირდა, არ ისაუბრა', - აცხადებს მიტ რომნი. 
მისივე შეფასებით, 4 მარტს მთელი მსოფლიო 'დემოკრატიული პროცესის დაცინვის მოწმე გახდა'.
მიტ რომნი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაქ ობამას ყველაზე ძლიერ კონკურენტად სახელდება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები