მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ მაჭავარიანი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივანი გახდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივანი გახდა. მან ამ პოსტზე ზურაბ მელიქიშვილი ჩაანაცვლა. გადაწყვეტილება დღეს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' გენერალურ მდივნად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ბატონი ზურა მელიქიშვილი. ამ წლების განმავლობაში პარტიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც საპარლამენტო, ასევე, თვითმმართველობისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' გახდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი', - ნათქვამია 'ნაციონალური მოძრაობის' განცხადებაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები