მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ მაჭავარიანი - სააკაშვილი 5 წლითაა არჩეული და მას ყველა უნდა შეხვდეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს

'ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი 'ქართული ოცნების' წევრებს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ისინი პრეზიდენტის სასესიო დარბაზში შესვლას ფეხზე ადგომით არ შეხვდნენ. 
'მიხეილ სააკაშვილი მთელი საქართველოს პრეზიდენტია. ის 5 წლითაა არჩეული და მას ყველა უნდა შეხვდეს როგორც საქართველოს პრეზიდენტს', - განუცხადა მაჭავარიანმა 'ინტერპრესნიუსს'.
მისივე შეფასებით, 'ქართული ოცნების' ლიდერების ეს ჟესტი არ იყო ლამაზი, თუმცა, მაჭავარიანის თქმით, ესეც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები