მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ საააკაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია, ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება

ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია, ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დემოკრატია პროცესია, მაგრამ ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება და კიდევ ერთხელ არ შეიცვლება ხელისუფლება ასეთივე გზით, ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია.
'ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს რომელიც თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ წასვლა დაავიწყდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გვჭირდებით თქვენ, რათა ყოველივე ეს მყარად შევინარჩუნოთ - ჩვენ გვჭირდება თქვენი ურყევი მახდაჭერა და მონიტორინგი. მე მახსოვს, რამდენად ნეგატიური შემოტევა იყო და რამდენი ენერგია დახარჯეთ თქვენ, როგორი სამაგალითო იყავით, როდესაც იცავდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესსა და ქართველი ერის ევროპული დემოკრატიების ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმართულ სწრაფვას. მინდა, რომ ასეთივე მტკიცე პოზიცია შეინარჩუნოთ; მინდა, რომ დარჩეთ ჩვენს მხარეს და მინდა, დაგვეხმაროთ ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხში', - განაცხადა სააკაშვილმა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები