მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის გამოჩენას გალში ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მობილიზება მოჰყვა

ზუგდიდის თავზე საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოჩენის შემდეგ, გალში რუსმა სამხედროებმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' გალის რაიონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მობილიზება ზუგდიდის თავზე მიხეილ სააკაშვილის თვითმფრიანვის გამოჩენას მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდს გუშინ სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენი ზოლი გახსნა და პირველი რეისი თავად შეასრულა. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდს 'სესნას' ტიპის თვითმფრინავით გადაუფრინა, რომელსაც პირადად მართავდა.

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები