მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილის ქონებას დაბა გუდაურში 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეემატა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბა გუდაურში, 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ 2001 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერია.

თუმცა უცნობია, იყიდა თუ აჩუქეს ეს ტერიტორია პრეზიდენტს.

ამასთან, როგორც ცნობილია პრეზიდენტმა გასამრჯელოდ 2010 წელს 56 640.0 ლარი მიიღო, 2009 წელს კი - 59 000.0 ლარი. მიუხედავად გასამრჯელოს შემცირებისა, 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს, გაიზარდა პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების ოდენობა.

სააკაშვილს 2010 წლისთვის 'საქართველოს ბანკში' სახელფასო ანგარიშზე 62 993.68 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშები 'საქართველოს ბანკში' ჰქონდა და ერთ ანგარიშზე 52 019.15 დოლარი, ხოლო მეორეზე 1 573.88 ევრო ერიცხება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახი არც 2009 და არც 2010 წელს არ ფლობდა ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები