მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში თალიბანიზაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ქარულ ოცნებას' მნგრეველთა ბრიგადა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში თალიბანიზაციის საფრთხე არსებობს. 

,,გუშინ კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, გამოაცხადა მასშტაბური გეგმა ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ავღანეთში არსებობს თალიბანების მიერ განხორციელებული. Aარა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით. ,,ნაციონალური მოძრაობა' უნდა დაინგრეს. უნდა დაინგრეს არა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, არამედ როგორც მომავალი, თქვა მთავრობის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა მინისტრმა. ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას. არჩევნების წინ ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა და სასაცილოდ არ ყოფნიდათ ძალიან ბევრს, რომ აი, სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, აზვიადებს. სამწუხაროდ, ისინი ამ დაპირებას ასრულებენ ყოველ შემთხვევაში გვპირდებიან, რომ შეასრულებენ', _ განაცხადა სააკაშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები