მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა

 

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა.

მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მინი  მეჯლისში  გამოსვლისას ისაუბრა საქართველო -აზერბაიჯანის მეგობრობაზე და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას არამარტო უსაფრთხოების საერთო საკითხები აკავშირებს, არამედ ისტორიისა და კულტურის თანხვედრაც.

მიხეილ სააკშვილმა ასევე ისაუბრა ევრაზიული კავშირის აღდგენის იდეაზე და განაცხდა, რომ ეს წარუმატებელი პროექტია.

'ბოლო ხანებში ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა რუსეთში გააჟღერა ევრაზიული კავშირის  აღდგენის იდეა. არ შევიდეთ შეცდომაში, მხოლოდ დასახელება შეიცვალა ამ კავშირის, ხოლო მისი შინაარსი იგივე დარჩა. ისტორიის განმავლობაში ამ პროექტს უამრავი სხვადასხვა სახელი ერქვა, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვს ჩვენთვის, რუსეთის მეზობლებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასასრული. ეს პროექტი შეუძლებელია წარმატებული გახდეს, რადგან ხალხი უარს არ იტყვის დამოუკიდებლობაზე, ნაციონალიზმზე, თავისი გზის არჩევის უფლებაზე. თავად რუსეთის ლიდერებიც მიხვდებიან, რომ უკეთესია გყავდეს ძლიერი მეზობელი, ვიდრე არასტაბილური ვასლები. მე არ მინდა სუსტი რუსეთის ნახვა, სინამდვილეში მე ვოცნებობ ძლიერი და სტაბილური რუსეთის ფედერაციის ნახვას, რომელიც არ დაამცირებს სხვებს თავისი ილუზიური დიდების დასანახად. რუს პატრიოტებს ძლიერი  რუსეთის ნახვა სურთ, როგორც  ჩვენ ძლიერი საქართველო გვინდა გვქონდეს. ისინი ჩვენი პარტნიორები და ძმები არიან. ოდესმე ჩვენ გვექნება მათთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ამას ჩვენ დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებთ, ჩვენ ვერ შევცლით გეოგრაფიასა და ისტორიას. ჩვენ რუსეთთან ისტორია, წარსული გვაკავშირებს და მომავალი ერთად უნდა ავაშენოთ. ეს ჩვენი აზრია და ვერაფერი შეცვლის ამას, ამ მომავალს ჰქვია ევროკავშირი და ნატო',-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაზე.

'ჩვენ მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ რუსებს, როგორც ტურისტებს, სტუმრებს, პატრიოტებს, მაგრამ არა როგორც ოკუპანტებს, ხოლო მათ,  ვინც უარს ამბობს სამეგობრობოდ გაწვდილ ხელზე და აშენებს მენტალურ კედლებს, ისინი ვინც ნატო-ში გაწევრიანებაში საშიშროებას ხედავენ,  მინდა ვუთხრა, რომ 'ცივი ომი' 1991 წელის დეკემბერში დასრულდა',-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და იმ მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, რომლებიც პრეზიდენტების შეხვედრის შედგად გადაწყდა. მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

ცნობისათვის, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს გუშინ ეწვია.

ბაქოში მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა. განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელიც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებს შეეხება. ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ და ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები