მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას, გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

''შემძრა იმ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუთაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში მოხდა. ამ საზარელ დანაშაულს ექვსი პედაგოგისა და 20 პატარას სიცოცხლე ემსხვერპლა. რთულია სიტყვები მოძებნო იმ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა დაღუპულთა ოჯახის წევრები და ამერიკელი ხალხი განიცდის. 

ქართველი ერის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას. სრულიად საქართველო იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. 

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი''- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები