მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ, ახალ, 2013 წელს ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად შეხვდებიან.

როგორც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის' გვერდზეა აღნიშნული საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე მეორედ მოინახულებს.

პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა, მაშინ პრეზიდენტმა სამხედროებთან ერთად ჯავშანტექნიკით პატრულირებაც განახორციელა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები