დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ-იორკში გამართულ დებატებზეა დაგეგმილი.
მისივე ინფორმაციით სააკაშვილი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება.
კალანდაძის განცხადებით, სესიის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელიც გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს.
internet.ge
ე.შ
|