მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან მუშაობის პირველ შედეგს მომავალ წლისთვის ელოდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის პირველ შედეგს მომავალ წლისთვის ელოდება. 
'ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არავინ მოსთხოვოს ვიზა. ეს იქნებოდა ისტორიული გარღვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დაახლოებითვის ევროპასთან. ვფიქრობ, ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ გასაწევი, ეს არ არის ადვილი პროცესი. ეს არის საბოლოო ჯამში ბევრი ტექნიკური საკითხისგან შემდგარი, რამდენიმეწლიანი პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, პირველი შედეგის დადგომა შეიძლება მოხდეს მომავალ წელს', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საშინაო საქმეთა ევროკომისარ სესილია მალსტრომთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია, ინტენსიურად მუშაობს.
'მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოში 'ვარდების რევოლუციის' შემდეგ, 2008 წლის გამონაკლისის გარდა, უფრო მეტი ადამიანი შემობრუნდა, ვიდრე აქედან წავიდა. ჩვენ მივიღეთ რეადმისიის ხელშეკრულება, დავამყარეთ საზღვრებზე კონტროლი, გავხდით ევროპაში ყველაზე უსაფრთხო და არავის პრობლემა ჩვენთან არ აქვს. კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და გვაქვს კარგი საშუალება, ქართველმა ახალგაზრდება იარონ ევროპაში უპრებლომოდ', - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები