მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი 'ელექტრონული მთავრობის' შემოღების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 'ელექტრონული მთავრობის' შემოღების ინიციატივით გამოდის. როგორც პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში , კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გუშინდელ პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასურველ მინისტრს დაელაპარაკოს. 
'ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც არ უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის მართვაშიც. მისივე შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანაც მთავრობაზეა მორგებული. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ გადაადგილდება, თუმცა მთავრობები შეიცვლება და შესაძლოა ყოველთვის არ იყოს ისეთი, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე ყოფნა. 
'ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილმა ფეხმარდ, მკვირცხლსა და 3D მთავრობაზე ისაუბრა

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები