მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ექს პერმიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე საუბრობს. პრეზიდენტის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ახალი ხელისუფლების მხრიდან ისმის აბსურდულია, რადგან მისი თქმით ჟვანია მისი უახლოესი მეგობარი იყო და მომხდარის გამოძიება პირველ რიგში სწორედ მის ინტერესებში შედიოდა. 

'ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი, არ ვიცი ჩემზე ახლო მეგობარი ვინ ჰყავდა ზურაბ ჟვანიას ან მე. თუ ვინმეს უნდოდა ამ უბედური შემთხვევის გამოძიება პირველი ვიყავი მე. ამიტომაც ჩაერთნენ ამერიკელი სამართალდამცავები ასე სწრაფად ამ საქმეში. ახალმა ხელისუფებამ მოსვლის წუთიდან დაიწყო ბნელ ოთახში კატების ძებნა, რაც უნდათ ეძებონ და რაც უნდა ჩხრიკონ, როგორც უნდათ ისე მოქცნენ და რაც გაუხარდებათ ის გამოიძიონ', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პირველ რადიოსთან საუბრისას.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები