მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი:მე მინდა ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 და არა 1992 წელი

 

საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში ყოფნისას, განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, ზუგდიდის ჰომსთან შედარება აბსურდულია და იქ არანაირი შეიარაღებული დაპირისპირება არ იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული პოპულისტური განცხადებებია. ზუგდიდი და მთლიანად სამეგრელოც, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატიულად გააკეთებს არჩევანს.

'ცდილობენ, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ. ისინი ფიქრობენ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, სამუშაო ადგილებზე. ჩემი ამბიციაა, რომ მართლა პერსპექტივა გაჩნდეს და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაფოფხდება ჩემი ჩათვლით. კანონის ფარგლებში რა კამპანიაც უნდათ,  ატარონ,  ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ. ახლა რაღაც ნოტები გააჟღერეს და დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ათასობით ადამიანის მსხვერპლით, შენობების დანგრევითა და ქალაქების მიწასთან გასწორებით. მე მინდა ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი. მხედრიონის თარეშმა ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეისაგან  და მე ვნახე,  2008 წელს როგორ ღირსეულად შეხვდნენ რუს ოკუპანტებს. იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით. სამეგრელო ზემო სვანეთი,  დღეს არის რეგიონი, სადაც ხორციელდება წარმოუდგენელი პროექტები,  ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის. ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უზნეობაა და დაანებეთ თავი ასეთი თემებით თამაშსაც კი',-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები