მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი სისხლის სამართლებრივად დასჯის ინიციატივით გამოდის. 
'იცით, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო _ 8 წელი იყო საქართველოში ჩემი მთავრობა, ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს შეიცავდა. შეიძლება ბევრი იფიქროთ და ვერ მოიფიქროთ. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ესაა ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხი. ამიტომ, შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება ასეთი მასალების გავრცელება, დაისჯება ის სისხლის სამართლებრივად. თუ სახელმწიფო ორგანოებს ასეთი მასალა ჩაუვარდებათ, ის განადგურებულ უნდა იქნას', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, საქართველოს პროკურატურამ არაცივილიზებულობის რეკორდი მოხსნა.
'ვიცი, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა სისტემა და ბევრი ცუდი რეჟიმი ცდილობს მოიპოვოს ასეთი მასალები და შემდეგ დებს მას ინტერნეტში, მაგრამ მე არ ვიცი მსოფლიოს არც ერთი პროკურატურა და სახელმწიფო ორგანო, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების მასალებს ოფიციალურად ავრცელებს და აძლევს მას ჟურნალისტებს. საქართველოს პროკურატურამ მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ესაა ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსულ ოლიგარქებზე გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში, რაც ისწავლეს იმას აკეთებდნენ', - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები