მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. 
მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. როგორც სეიმის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
სასახლეში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები