მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ჟოსე მანუელ ბაროზოს და ჰერმან ვან რომპეის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოსე მანუელ ბაროზოს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს. 
ჟოსე მანუელ ბაროზომ და ჰერმან ვან რომპეიმ დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განხორციელებული რეფორმები და განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკების პროცესში მიაღწია. 
ბაროზომ და რომპეიმ კიდევ ერთხელ გამოხატეს ღია მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებას ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აკავშირებს და ამ ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარდაუვალი პროცესია.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები