მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა, სადაც ქვეყნის პირველი პირი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ბუქარესტში სახალხო პარტიის 21-ე კონგრესის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილი რუმინეთიდან საქართველოში ღამის 02:00 საათზე დაბრუნდა.

შეგახსენებთ, 'მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტიდან საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო. თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.თვითმფრინავის ტექნიკური დათვალიერება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას გვიან ღამით გეგმავს' - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები