მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი სოჭის ოლიმპიადაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაზეთ 'კომერსანტთან' რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თემაზე და სოჭის ოლიმპიადაზე საუბრობს.

ინტერვიუს ვიდეოვერსია ტელეკომპანია 'დოჟდ'-ის ეთერში გადაიცა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს ოლიმპიური კომიტეტის პრინციპული საკითხია.

'2014 წელი საკმაოდ შორსაა, ჩვენს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება', - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის რაც ხდება აფხაზეთში, საქართველოსთან ერთად, რუსეთის პრობლემაცაა.

'რაც უფრო ადრე დავიწყებთ პრობლემების გადაჭრას, უფრო ნაკლები მღელვარება იქნება, მაგრამ არის საკითხები რომლებიც შეუქცევადია, მაგალითად აფხაზეთის სანაპიროზე ეკოლოგიური პრობლემები', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების საგანი პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორების დეოკუპაციის საკითხი უნდა გახდეს.

'ჩვენ პატარი ქვეყანა ვართ, 5 მლნ-ზე ნაკლები, თუ მათ მეათედს სახლებში არ უშვებენ, ეს სერიოზული პრობლემაა. არის ასევე ტერორიზმის პრობლემა', - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ გამოსაძიებელია ასევე თბილისში მომხდარი ტერაქტებიც.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეკითხვა პოლიციის რეფორმაზეც დაუსვა.

'მთავარია, რომ ყველა სტრუქტურა უნდა იყოს არაკორუმპირებული. ადამიანები, რომლებიც კაბინეტებში სხედან, უნდა გრძნობდნენ, რომ ეს მათი ქვეყანაა და ამ ქვეყანას აქვს მომავალი. უნდა დაივიწყონ პირადი ინტერესები. არ არსებობს რეფორმა ნახევრად, რეფორმა ან არის ან – არა', - აღნიშნა სააკაშვილმა.

ipn.ge

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები