მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხად ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს წინსვლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს. 
ეს განცხადება სააკაშვილმა დღეს, ფონიჭალაში, ქართულ-აზერბაიჯანული ავეჯის ქარხანაში გამართული შეხვედრისას გააკეთა. 
'ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საქართველოს წინ წაწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ევროპაში; შესაძლოა ჩინელებისთვის ღვინო იმდენს არ ნიშნავდეს, მაგრამ ევროპელისთვის ეს არის პასპორტი ევროპელობის და ქრისტიანული კულტურის. ამიტომ აქ არის წარმოუდგენელი ბაზრები ჩვენთვის. როდესაც რუსეთმა ემბარგო დაადო ქართულ ღვინოს, მახსოვს, რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა თქვა, რომ ეს არის თავისუფლების ღვინო, ისინი კამერის წინ სვამდნენ ქართულ ღვინოს. მახსოვს, ვაშინგტონში, ჯორჯთაუნში ერთ-ერთმა ბარის მფლობელმა ბარის წინ ტელეკამერები მოიყვანა, გამოიტანა რუსული არაყი 'სტოლიჩნი' და 'ფშენიჩნი', გადაასხა ქვაფენილზე და მის ნაცვლად ქართული ღვინო დააწყო. ამიტომ გვაქვს შანსი ჩვენ როგორც ახალ ბაზრებზე, ასევე ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე. დღესაც კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დაახლოებით 15-20 დასახელების ქართულ პროდუქტს აქვს აბსოლუტური ცნობადობა. მარტო იმიტომ კი არა, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან იციან, არამედ იმიტომ, რომ ახალმა ხალხმაც დაიწყო ჩამოსვლა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები