მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი შტეფან ფულეს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები განიხილეს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. 
აღინიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' ფარგლებში აუცილებელია ევროკავშირის როლის გააქტიურება. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობის თაობაზეც. საუბარი შეეხო იმ რეფორმებსაც, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა შტეფან ფულეს ზღვისპირა ქალაქი დაათვალიერებინა. აჭარის სანაპირო ზოლს მათ 'სესნას' ტიპის თვითმფრინავიდან გადმოხედეს, რომელსაც პრეზიდენტი თავად მართავდა. ბათუმის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომელთა განხორციელებაც აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში იგეგმება. 
შტეფან ფულე საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები