მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. პრეზიდენტმა იმ ას ახალგაზრდას, ვინც ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, პატრიოტები უწოდა და განათლების მიღების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

'ეს არის პირველი დიდი პატრიოტული ნაბიჯი ცხოვრებაში თქვენ მიერ გადადგმული, არაფერია უფრო პატრიოტული, რომ ისწავლოთ, აჯობოთ სხვას და თქვენი ცოდნით დაუმტკიცოთ ყველას, რომ საქართველო არის ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წელს საატესტატო გამოცდებზე 50 ათასამდე მოსწავლე გავიდა. მოსწავლეთა 30-მა პროცენტმა ცოდნის მაღალი დონე აჩვენა და მაღალი შეფასება მიიღო. მათგან 5-მა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი გამოავლინა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები