მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი ხვალ აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს ხვალ იწყებს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა. 
'საქართველოს პრეზიდენტი ხვალიდან სამუშაო ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ეწვევა ნიუ-იორკს, ლოს ანჟელესს და ჩიკაგოს. 20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში. ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან; ასევე დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში', - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები