მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: არის ფუნდამენტური განსხვავები ჩვენს ხედვებში და ამას არც ერთი არ ვმალავთ

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არის ყოველთვის საინტერესო. ამის შესახებ სქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

'საინტერესო ნიშნავს იმას, რომ არის ფუნდამენტური განსხვავები ჩვენს ხედვებში და ამას არც ერთი არ ვმალავთ. ყოველთვის სასიამოვნოა იყოს შესაძლებლობა მაინც, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს. სწორია, რომ ამ თემებზე ჩვენ ერთმანეთს გახსნილად ვესუაბრებით და არა ღია წერილებით, ტელეეკრანებით ფეისბუქით და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე როგორ ვხედავ თანამშრომლბის შესაძლებლობას. აქ არის რამდენიმე ასპექტი. მე როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. იმიტომ რომ ბოლო წლებში მე მიჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, რაღაც ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, ახალი ობიექტების გახსნას, მშენებლობის დაწყებას.... უამრავ სხვა რაღაცას', - განაცხადა პრეზიდეტმა.

მისი თქმით, ასეთი უმოქმედობა რეალურად არის მძიმე ტვირთი.

'რომ გითხრათ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ ვითარებაში ამ თანამდებოაზე, ეს იქნება სიცრუე და ამას ნამდვილად არ გაკადრებთ, ამიტომ ის ერთადერთი მიზეზი რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე, რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის. რაღაც სახის ერთმანეთთან საერტო ენის გამონახვის თუ არა, ურთიერთობის ცვილიზებულად გარკვევის', - განაცხადა საქართვლოს პრეზიდეტმა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები