მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, ყველა თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ

ახლაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში, Summer Job-ის მონაწილე სტუდენტებს.

პრეზიდენტმა ასევე უთხრა სტუდენტებს, რომ ანაკლიაში იმისთვის არ ჩასულა, რომ რომ რომელიმე პარტიის აგიტაცია აწარმოოს.

'მაგრამ მე, როგორ პრეზიდენტმა, მინდა მოგმართოთ, რომ ახლაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ და არავის გადასცეთ ხელში. თქვენს მაგივრად არავის მისცეთ საშუალება, რადგან ყევლაზე მეტ ხანს, თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რომ შემდეგი 70-80 წელი გვქონდეს სანანებელი, რომ ჩემი ბედი ვინმემ გადაწყვიტა. 150 წელი ვერ შეგპირდებით, მაგრამ 100 წლის შემდეგ დისკოტეკაზე აქ ანაკლიაში შეგვხვდებით აუცილებლად', _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

  'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები