მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - დღეს საკმაოდ ბევრი დადის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი

დღეს საკმაოდ ბევრი დადის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი. ზოგი შარვლით, ზოგი ქვედაბოლოთი, ზოგი ულვაშით და ზოგი ისე , - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელთაც დამოუკიდებლობის აღდგენის 22-ე წლისთავი მიულოცა.
'არიან ადამიანები, რომელსაც ხალხი ყავს გამოცხადებული ფსიქიურად დაავადებულად, ზოგს საქონლად. ადამიანს, რომელსაც საქონელს დაუძახებ და მერე იტყვი, რომ მოდი და ხმა მომეცი, მართლა საქონელი უნდა იყოს, რომ მისცეს ხმა', - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობაზე საუბრობენ და არაპოპულარულობას იმით ხსნიან, რომ მათთვის ტელეეთერი დახურულია.
'გუშინ გავიგე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამბობდა, რომ ჩვენ პოლიტიკური რეიტინგებში არა 3%, არამედ 35% გვაქვს და ვართ მესამე ადგილზეო. უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური საგნების სწავლა და ვასწავლოთ მარტივი არითმეტიკა. ეს ადამიანები ტრიგონომეტრიას და ალგებრას ვერ აითვისებენ, თუმცა 35%-ით მესამე ადგილზე როგორ იქნებიან, ამას მაინც ისწავლიან', - აღნიშნა სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები