მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრო, შემდეგ კი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სოციალურ ქსელ 'ფეისბუქში' მიხეილ სააკაშვილის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანამ რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში ქვეყანა კვლავაც წინ მიიწევს. 
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზეც გაამახვილა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები