მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ეჭვგარეშეა, რომ ბურჯანაძე ფულს რუსეთიდან იღებდა

ეჭვგარეშეა, რომ ნინო ბურჯანაძე ფულს რუსეთიდან იღებდა, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა 'ნოვოე ვრემია'-სთან საუბრისას განაცხადა. 
ჟურნალისტ ევგენია ალბაცის კითხვაზე, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს დაადასტუროს ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ნინო ბურჯანაძემ რუსეთიდნ 13 თუ 17 მილიონი დოლარი მიიღო, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს ცნობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.
'ჩვენ გვაქვს ბევრი სამხილი, მტკიცებულება და, მეტიც, ვფიქრობ, საზოგადოებას წარვუდგენთ იმას, რომ სამწუხაროდ ისინი მართლა რუსეთიდან იღებდნენ დაფინანსებას. ვფიქრობ, ამის საკმაო დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები