მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის აღარ იქნება

თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, უბრალოდ, აღარ იქნება,  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში, ახალგაზრდა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო ლოჯისტიკური ბაზები, საუკეთესო აეროპორტები. შენდება რეგიონში საუკეთესო ავტომაგისტრალები და რკინიგზა. 
'თუ ვინმეს რეფორმები და ხალხის გრძნობები არ აინტერესებს, მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დახედეთ რუკას: თუ საქართველო დაეცემა, თუკი საქართველოს დემოკრატია დაეცემა, ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, ჩინეთზე, კასპიის ზღვასა და ავღანეთზე, რომელთანაც ეს ეკონომიკური მარშრუტი ესოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ აღარ იქნება', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტის თქმით, საქართველო არ არის მხოლოდ ქვეყანა. თუმცა ის აშშ-ის ვერ შეედრება.
'ამერიკა იდეაა, მაგრამ ჩვენი პატარა რეგიონისთვის საქართველოც არის იდეა', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები