მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: კანონიერმა ქურდებმა საქართველოს საზღვარი არ უნდა გადმოკვეთონ

„ჩვენ მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ, რომ კანონიერმა ქურდება საქართველოს საზღვარი არ გადმოკვეთონ',  - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესთან და ქვეყნის მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრისას გააკეთა.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიის პირობებში მათი დრო არასოდეს დადგება და კანონის უზენაესობის პირობებში ისინი ვეღარასოდეს გაბატონდებიან,'- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა.

http://www.youtube.com/watch?v=L7a0OBy9jeM&feature=player_embedded

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები