მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ლაშა ნაცვლიშვილი 'ვარდების რევოლუციის' დროს ზლუქუნებდა, რომ მისი კორუფციული სამყარო დაინგრა

,,ლაშა ნაცვლიშვილი ,,ვარდების რევოლუციის' დროს ზლუქუნებდა, ცხარე ცრემლებით ტიროდა რომ ცხოვრება და მისი კორუფციული სამყარო დაინგრა', - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავში საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მოქმედ ხელისუფლებას პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშალა სურს.

,,ეს სუბიექტები თამაზაშვილები, ნაცვლიშვილები, ახვლედიანები. ნაცვლიშვილი, რომ არის მახსოვს, პარლამენტში რომ შევედით ,,ვარდების რევოლუციის' დროს ის იყო შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული მარჯვენა ხელი, ჩინოვნიკი. ნაცვლიშვილი პარლამენტის ფოიეში იდგა და ზლუქუნება, ცხარე ცრემლებით ტიროდა რომ ცხოვრება დაენგრა, მისი კორუფციული სამყარო დაინგრა, მისი გეგმები დაინგრა _ ეს ხალხი დაბრუნდა უკან და ამ ხალხს კონკრეტული პროგრამა აქვთ: პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშალა', - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავში საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები