მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მედვედევს უჩნდებოდა შანსი ეთქვა, რომ საქართველოსაც ჰყავს თავისი კადაფი

'ბილიკი კრემლში და მეორე სინგაპური', -ასეთი სათაურით იულია ლატინინა  'ნოვაია გაზეტაში' სტატიას  აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენებია მიმოხილული. 
ლატინინა თავის წერილში ვანო მერაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. 
'რაც თბილისში უნდა მომხდარიყო, ძალიან ჰგავდა ყირგიზულ სცენარს, შეიარაღებული ბანდიტები და სასოწარკვეთილი ხელისუფლება, რომელიც ესვრის დემონსტრანტებს', - განუცხადა რუს ჟურნალისტს ვანო მერაბიშვილმა.
ლატინინას კითხვაზე, რა იყო ნინო ბურჯანაძის მიზანი, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:' არ ვფიქრობ, რომ მას რამე უნდოდა. ეს უნდოდა იმას, ვინც მას ინახავს. მათ უნდოდათ სატელევიზიო სურათი. 26 მაისს იყო დიდი რვიანის შეკრება, მათ ლიბიის საკითხი უნდა განეხილათ . მედვედევს უჩნდებოდა შანსი ეთქვა, რომ საქართველოსაც ჰყავს თავისი კადაფი. ამით სურდათ მიეჩქმალათ მათ მიერ მოწყობილი ტერაქტები'. 
კითხვაზე რა იქნება შემდეგში, სააკაშვილი პასუხობს:'არაფერიც არ იქნება. პროვოკაცია არ შედგა. არც ერთ დასავლურ ქვეყანას არ მოსვლია აზრად დაეჭირა მხარი ამ პროცესისთვის. თუ 2007-ში იყო განსხვავებული პოზიციები, ამჯერად ყველა ელჩმა თქვა, რომ ჩვენ ვმოქმედებდით ლეგიტიმურად'. 
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 'ახლა მთავარია, მეორე სინგაპური გავხდეთ'.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ლატინინას კითხვაზე, რისი იმედით გქონდათ, 30 ათასი ადამიანის შეკრების? 'მე ეს ადამიანები შევკრიბე',-პასუხობს ბურჯანაძე. 
შემდეგი კითხვა ასეთია - რატომ იყავით 'მოლოტოვის კოქტეილებით' შეიარაღებული?. არანაირი 'მოლოტოვის კოქტეილი' იქ არ ყოფილა,- პასუხობს ნინო ბურჯანაძე. 
კითხვა - როგორ მოხდა, რომ თქვენმა მანქანებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა? პასუხი - ეს არი იყო ჩემი მანქანები. . . 
და ლატინინას ბოლო კითხვა ბურჯანაძეს  - თუ სააკაშვილი სისხლიანი ტირანია, რატომ არ ხართ საკანში?  'სწორედ ეგ მინდა გკითხოთ, რატომ?, - კითხვითვე პასუხობს ბურჯანაძე.

 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები