მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა

მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მთავრობის მმართველობის სტილზე ისაუბრა.
'მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მაგალითისთვის, პრეზიდენტმა პოლიციის რეიტინგი დაასახელა, რომელსაც მისი თქმით, მოსახლეობის 90 % ენდობა.
'პოლიციის ნდობა 90 %-ია და ეს უფრო მაღალია, ვიდრე პოლიციის რომელიმე ხელმძღვანელის, ან მინისტრის მიმართ. რაც მოხდა, ესაა ინსტიტუციონალური ცვლილება', - აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატოს სამიტს დაესწრება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები