მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მთავრობას ქართველი ხალხი დაითხოვს

ამ მთავრობის გაშვებას მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ. ამ მთავრობას როცა დრო მოვა გაუშვებს ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს ააქვს ამისთვის ბევრი მეთოდი რომელიც გამოუქვეყნებია არაერთხელ. აღნიშნული განცხადება წუხელ გვიან ღამით საქართველის პრეზიდენტმა უმცირესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მისი ამოცანა არ იყო მთავრობის გადაყენება, რადგან ეს საკითხი არც დასმულა.

'ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის წევრებზე პარლამენტში ხორციელდებოდა ისეთი ზეწოლა, როგორიც მე არ მახსოვს საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ ხალხს აშინებდნენ, ჰპირდებოდნენ სხვადასხვა მატერიალურ სარგებელს, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგს შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ. ასე მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის ორ წევრს დღეს სრულიად ნათლად უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე',- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები