მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მთავრობის დათხოვნაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია

საქართველოს მთავრობის დათხოვნაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია და ამასთან დაკავშირებით არც მინიშნებები გამიკებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, ქართველი ხალხი, რომელიც არის ძალიან ღირსეული ერთობა, თავის გადაწყვეტილებაზე დასკვნებს გამოიტანს. 
'კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია და ამაზე არანაირი მინიშნებები არ გამიკეთებია. ყველაფერი, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, არის საგანგაშო. არ მინდა, რომ რადიკალური სცენარით წავიდეს ვითარება საქართველოში. არ მინდა ტენდენციები, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის შენელების, ზოგადად, ქაოსის და ძალადობის ფონის შექმნის. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებაზე დასკვნას გამოიტანს და ეს ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემს სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები