მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მინდა ბატონ გურამს ჯანმრთელობა და კიდევ მრავალი შემოქმედებითი წელი ვუსურვო!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის 'ფეისბუქის' ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 'დღეს, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 74 წლის გახდა... ბატონი გურამის შემოქმედებაზე არაერთი თაობა აღიზარდა. მისი თითოეული ნაწარმოები სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის სახელმძღვანელოა. 

გურამ დოჩანაშვილი მისი ეპოქის უდაოდ გენიალური მწერალია, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლიტერატურის განვითარებაშიც. 

სამშობლოს სიყვარულს, რომელიც ჩვენი დროის უდიდესი კლასიკოსის შემოქმედებას თან სდევს, თუ მართლაც არ გრძნობ, ფურცელზე ვერ გადაიტან. 

მინდა ბატონ გურამს ჯანმრთელობა და კიდევ მრავალი შემოქმედებითი წელი ვუსურვო!

მიხეილ სააკაშვილი', - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები