მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მოწინააღმდეგემ ვინც არ უნდა გამოგვიგოროს, ქართველი ხალხი არ მოტყუვდება

ჩვენმა მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა გამოგვიგორონ, ქართველი ხალხი არ მოტყუვდება, პირველი ოქტომბერი ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალებაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, 'ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
'ვინც არ უნდა გამოგვიგოროთ, ყველა ფალავანი დამარცხდება, რამდენი ფულიც არ უნდა მოაყაროთ, ეს მიწა ყველა ფულზე ძვირი ღირს. ჩვენ ყველაზე მეტად გვიღირს ჩვენი თავისუფლება. ჩვენ უკან ვერავინ ვერ დაგვაბრუნებს', - განაცხადა მიხეილ საააშვილმა. 
მისი თქმით, სხვადასხვა ძალებმა ბევრ სხვადასხვა ადგილას აფათურა ხელი, თუმცა სამეგრელოში ბინძური ხელი ვერ აფათურა და ვერავინ ვერ მოატყუა. 
'ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე და ერთხელ არ გაბრაზებულხართ. პირველი ოქტომბერი - ეს არის ბოლო გაფართხალება, ჩვენი მტრის. ბოლო გაბრძოლება, ბოლო იმედი, ბოლო რუბიკონი და საქართველო სამეგრელოსთან ერთად, იმიტომ, რომ აქედან დავიწყეთ ჩვენ სვლა, ამ რუბიკონს წარმატებით გადალახავს.', - განაცხადა სააკავშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია. 
'როლანდ ახალაიას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ის ბებიაჩემის მამის ასპირანტი იყო. ყოველთვის მახსოვდა, რომ ის უსამართლობას ვერ ეგუება და მას დღესაც აქვს ეს თვისება - უსამართლობით აღშფოთებულია', - განაცხადა სააკაშვაილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები