მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ომში დაღუპული გმირების სახელზე ავაშენებთ ახალ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობა ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა არის, რადგან ახლა თავად ხალხია ყველაზე ძლიერი. 
როგორც ბეშუმში ყოფნისას სააკაშვილმა განაცხადა, ქვეყანა გათავისუფლდა მონობისგან და უკან არასდროს დაბრუნდება. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ასაშენებელია ახალი კურორტები, სკოლები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და ახალი გზები. 
„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არ უყურებს და სადღაც გორაკიდან კი არ მოგმართავთ, არამდე გიყურებთ ქვემოდან ზემოთ. თქვენ ხართ ზემოთ და ჩვენ ქვემოთ. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ თქვენი ერთგული მსახურები, გზამკვლევები და ყველანარი დარდის გამზიარებლები. თქვენთან ერთად ჩვენ ნამდვილად შევქმნით უკეთეს ქვეყანას და მომავალს',- განაცხადა პრეზიდენტმა. 
სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მშენებლობა გაგრძელდება და ეს ომში დაღუპული გმირების სახელზე გაკეთდება. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები