მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ოქტომბერი პირველ რიგში იმისთვისაა, რომ თავი დავიცვათ

ოქტომბერი იმისთვის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, პირველ რიგში, იმისთვის არის, რომ თავი დავიცვათ, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ცალკეულ ძალებს სურთ წარსულში დაბრუნება და იმის დანგრევა, რაც აშენდა. პრეზიდენტის განცხადებით, მათ დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვთ ჩამოწერილი. 
'ახლა გვაქვს არჩევნები. ოქტომბერი იმისთვის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, პირველ რიგში იმისთვის არის, რომ თავი დავიცვათ, თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა თავი დაიცვას. ღმერთმა არ ქნას, წარსულის უკან მობრუნება, იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ გვეუბნებიან  - გვინდა წარსულში წასვლა, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უნდა დავანგრიოთ მარტო შუშის ხიდი კი არა თბილისში, სია არის გრძელი. ახლა გავხსენი იუსტიციის სახლი ახალციხეში. შემდეგი ამ სიაში არის პარლამენტი, პარლამენტი უნდა გააუქმონ ქუთაისში, შემდეგი ამ სიაშია იუსტიციის სახლები, იმიტომ, რომ აღიზიანებთ, რადგან მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა, იმიტომ, რომ როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, კორუფცია დაბრუნდება ყველა სამსახურში, საავადმყოფოებში', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები