მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა 50-წელი, რომ ჩვენი აშენებული მიწასთან გაასწოროს

'პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა შემდეგი 50-წელი, რომ ჩვენი აშენებული ბოლო რვა წელში მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება', - Gგანაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის შემდეგ რუსთავში მშენებლობის პროცესი შეჩერდა. 

,,ყველაფერი იმის გაკეთება, რაც ჩვენმა, საქართველოს მთავრობამ რუსთავში ვერ მოასწრო, მიუხედავად საკრებულოს, ქალაქის მერიისა და გუბერნატორის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დღეს ყველაფერი არის გაჩერებული. Pპარკი რომლის გაკეთება საზეიმოდ დავიწყეთ და ბევრი რუსთაველი ელოდებოდა, მაგარი პროექტი იყო და ვამაყობდი ამ პროექტით გაჩერებულია. Gგაჩერებული სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც რუსთავის ახალგაზრდობას ძალიან სჭირდება, გაჩერებულია გზების მშენებლობა, სადაც 150 რუსთველი იყო დასაქმებული', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლას ახორციელებს. 
,,ერთადერთი გასახარი, რაც არის არის ის, რომ საქართველოსი ბევრი ღირსეულ ადამიანი გამოჩნდა ვინც ამ ზეწოლას ღირსეულად უძლებს, მათ შორის თქვენი საკრებულო', -განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ბიზინა ივანიშვილი ყველაფრის განადგურებას ვერ შეძლებს. 
,,რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ვერ გაანადგურებენ ჩვენს მიერ აშენებულ შენობებს, რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ, ბულდოზერებიც რომ ჰქონდეთ მიმართული მოდი დავანგრიოთ. ჩვენ იმდენი ავაშენეთ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა შემდეგი 50-წელი, რომ ჩვენი აშენებული ბოლო რვა წელიწადში მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია', - განაცხადა სააკაშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები