მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - რაბათის ციხე ნამდვილი გვირგვინია ჩვენი აღმშენებლობის

რაბათის ციხე ნამდვილი გვირგვინია ჩვენი აღმშენებლობის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა . 
'შეიძლება,  ეს ის ციხეა, სადაც მეფე როსტევანი იჯდა, თუმცა მე არა მგონია, რომ ნესტან-დარეჯანი აქ ყოფილიყო გამოკეტილი, რადგან ეს ქაჯეთის ციხე არ არის. 
ეს არის უნიკალური ადგილი, ჩვენი აღმშენებლობის სიმბოლო. ჩვენ მარტო ამას კი არ აღვადგენთ. ჩვენ ჯვარს ვდგამთ ბაგრატზე, ვამთავრებთ ფოთის ტაძარს, აქ აღდგა უძველესი, მე-9 საუკუნის ქართული ეკლესია, სადაც პირველად ჩატარდა დღეს წირვა', - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები მუცოზე, თუშეთში, სვანეთში, ასევე იწყება მაღალმთიან რაჭაში სოფლის აღდგენა. 
'საქართველოში შენდება ახალი ქალაქები. ბათუმი აღარ არის ძველი ქალაქი, ბათუმი არის ახალი ქალაქი, თელავი იქნება ახალი ქალაქი. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი გაჭირვებაა. როცა სიღნაღის და ბათუმის აღდგენა დავიწყეთ იყო გაჭირვება, მაგრამ ახლა ხალხმა გამოიხედა თვალში. ასე იქნება აქაც', -დასძინა პრეზიდენტმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები