მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - რუსებმა სცადეს უმცირესობებით დასახლებული რეგიონებით მანიპულირება

ბოლო შემოჭრისას, რუსებმა სცადეს უმცირესობებით დასახლებული რეგიონებით მანიპულირება, მაგრამ ყველაზე მკაცრი პასუხი სწორედ ამ კუთხეებიდან მიიღეს', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში , ახალგაზრდა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჰქონდა კონფლიქტები, რომლებიც აღიარებული იყო ეთნიკურ კონფლიქტებად, მაგრამ ეს ტერიტორიული საკითხი რუსეთთან უნდა გადაწყვეტილიყო.
'არა მგონია, იმ დონის სიძულვილი გამოგვეცადა, როგორც ეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, მაგრამ ეთნიკური საკითხი მაინც იყო. ვფიქრობ, ამის შედეგად მოხდა ის, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონებია საქართველოში. ამ ადგილებში ინვესტიციების რაოდენობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები