მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველო დღეს ბევრისთვის მისაბაძი გახდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის

საქართველო დღეს ბევრისთვის მისაბაძი გახდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 
მისი თქმით, საქართველომ ბევრი რამ სინგაპურიდან გადმოიღო, მაგრამ დღეს უკვე ბევრისთვის მისაბაძი თავად ხდება. 
სააკაშვილის განცხადებით, როცა დონალდ ტრამპმა პალმების განათება დაინახა, სასწრაფოდ შეუკვეთა 500 ბროშურა და გააგზავნა თავისი ობიექტებისთვის - ფლორიდასა და კალიფორნიაში. ასევე, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ტრამპმა 'ლუსტრაზე პირი გააღო და ა.შ'.
'ასე რომ, მათაც უკვირთ და ბევრ რაღაცას უკვე აქედან იღებენ. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და გადმოვიღეთ, მაგრამ მოვა დრო, როცა სინგაპურიც ისწავლის ჩვენგან. მე არაფერს ვაზვიადებ, ჩვენ ყველა ამას მალე მოვესწრებით,'- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები