მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს

საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა არც თუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია გაიხსენა, როცა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანა ახლა 'მნიშვნელოვან ნიშნულამდე' მიიყვანა.
'საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. ის ითვლებოდა ყველაზე კრიმინალურ ადგილად. ჩვენ უამრავი რეფორმა გავატარეთ, შედეგად კი ასეთმა პატარა ქვეყანამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. ევროკავშირის ბოლო სამი წლის კვლევების მიხედვით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, ჩვენ უსაფრთხო საზოგადოებას წარმოვადგენთ. ჩვენთან 60-70 %-ით ნაკლები კრიმინალია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში და უხეში გათვლებით, 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია მენტალური რევოლუცია.
'თუკი პოლიციისადმი ნდობა ადრე 5% იყო, ახლა 90%-ია, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უსწრაფესი რეგისტრაციის სააგენტო, საკუთრების დარეგისტრირების ყველაზე სწრაფი სისტემა, უსწრაფესი საბაჟო პროცედურები მსოფლიოში', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს იყოს რეგიონისა და მსოფლიოსთვის სანიმუშო.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები